საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მიერ იმ სამუშაო ჯგუფის დატოვებას, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს განიხილავენ. კოალიციამ ეს ჯგუფი მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მიერ შეთავაზებული ხუთი პრინციპიდან არც ერთი გაითვალისწინა.

კობახიძემ ამ საკითხზე საუბრისას თანაგუნდელების მსგავსად არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია გააგრძელა:

"ამ ადამიანის [გიორგი მშვენიერაძის] და შესაბამისად, ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო, ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისინი იბრძვიან კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე".

22 თებერვალს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების კოალიციის წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ სამუშაო ჯგუფის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, კოალიციისთვის პრინციპული საკითხია, რომ ე.წ. მურუსიძე-ჩინაჩალაძის კლანს არ უნდა ჰქონდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება უზენაეს სასამართლოში წარადგინოს კანდიდატები.