განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის გლობალური ჯილდოს ფინალისტს, ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. მინისტრი მას სოფელ ჩიბათში ეწვია და ამის შესახებ თავად ამცნო.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ლადო აფხაზავს მიღწევა მთელი საქართველოსთვის უდიდესი გამარჯვებაა და რეფორმის განხორციელების პროცესში, სწორედ მსგავს აქტივობებზე და სააზროვნო უნარების გავითარებაზე გაკეთდება აქცენტი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის დაასახელეს. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.

ამავე თემაზე: