თუ სერიალები გიყვართ, განსაკუთრებით კი ქართული, მაშინ ახლავე მიდით კალენდართან და მოინიშნეთ 4 მარტი. სწორედ ამ დროის აიღებს სტარტს პირველ არხზე ახალი პროექტი, რომლის გადაღებებიც ახლა მიმდინარეობს, მისი რეჟისორი კი ირაკლი კაკაბაძეა.

იდეალური დედა ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე პირველი არხის ეთერშია გავა. პროექტი იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიცენზირებული კონტენტია და მას იტალიური ანალოგიც აქვს.

სერიალში მთავარ როლს იაკო ჭილაია ასრულებს. მისი პერსონაჟი მაკა კი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გამუდმებით ცდილობს იდეალური იყოს - სახლშიც და სამსახურშიც.

მაკა ყოველდღიურად ვიდეო დღიურებს წერს, სადაც მისი პირადი და საჯარო ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს გვიყვება.

იდეალურ დედაში იაკო ჭილაიასთან ერთად ვიხილავთ ნანა ლორთქიფანიძეს და დავით ბეშიტაიშვილის.

ამ ეტაპზე დაგეგმილია 60 სერიის გადაღება, თითოეული ეპიზოდის ქრონომეტრაჟი კი მხოლოდ 15 წუთი იქნება.