ეკა ბესელიამ პარტია ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ბრიფინგზე დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის რთული იყო, თუმცა, ამავდროულად, სწორი და სამართლიანია.

დეპუტატმა საზოგადეობას უმრავლესობიდან წასვლის მიზეზები განუმარტა:

  1. მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ შექმნილი "ძალადობრივი რეჟიმის შექმოქმედი" მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე პარლამენტმა უარი თქვა;
  2. პარლამენტმა სახელი არ დაარქვა "ძალადობრივ რეჟიმს" და ირმა ინაშვილის რეზოლუცია ჩააგდო. პარლამენტარებმა ამ საკითხზე საკუთრი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს;
  3. ქართული ოცნება პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა და მათ შორის ღირებულებათა სხვაობაა;
  4. ბოლო ორი წლის განმავლობაში უშედეგო აღმოჩნდა ყველა მცდელობა გაეთავიუფლებინა პარტია "ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისგან, რომელმაც საკმაოდ დიდი დოზით შემოაღწია შიგნით".

ბესელიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მისვლის მთავარი მიზეზი მისთვის სამართლიანობა და სასამართლოს გათავისუფლება იყო და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. დეპუტატმა განაცხადა, რომ ის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს პოლიტიკური პლატფორმის შექმნას.

"ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანშვილთან ერთად. რთულია ვთქვა მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა", — განაცხადა დეპუტატმა.

გუშინ, 21 თებერვალს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ პარტია დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმაც. ასევე ირმა ინაშვილის ინიცირებულ რეზოლუციას "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის დანაშუალებირვად" გამოცხადების შესახებ.