ამერიკის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რეგიონებად აღიარება.

გარდა ამისა, აშშ მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც საქართვლოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.ამერიკამ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმებაც შეახსენა.

ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას კონგრესის თემთა პალატაში უყარეს კენჭი.