ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილი პარტიასა და უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მისი კანონპროექტი ჩააგდო. დეპუტატი ამბობს, რომ თავისი გეგმების შესრულებას პარლამენტის გარეთ უკეთ შეძლებს.

21 თებერვალს, პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ის ბოლოჯერ შედიოდა სხდომათა დარბაზში. მისი თქმით, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა მის ინიცირებულ კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის შესახებ ის უმრავლესობის დატოვებას აპირებდა. თუმცა, გუშინ პარლამენტს ამ კანონპროექტზე არ უმსჯელია.

ნაცვლიშვილი უმრავლესობის დეპუტატი 2016 წელს მეცხრე მოწვევის პარლამენტში გახდა. ის პარლამენტში მაჟორიტარული სიით მოხვდა.

ნაცვლიშვილის გარდა, უმრავლესობის დატოვების შესახებ ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაშვილმა განაცხადეს. თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უმრავლესობამ მოსამართლეების არჩევის წესზე მათი კანონპროექტი არ მიიღო.