რამდენიმე დღის წინ ჯენიფერ ენისტონის კერძო თვითმფრინავი ლოს-ანჯელესიდან მექსიკის მიმართულებით გაფრინდა.

ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა ენისტონის უახლოესი მეგობარი, კორტნი კოქსიც იმყოფებოდა.

სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა.

ამ თემაზე კომენტარი არც ერთ მსახიობს რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებია, თუმცა ახლახანს კორტნიმ თქვა, რომ რეალურად ავიაკატასტროფის საფრთხე ძალიან დიდი იყო.

"მამაჩემი პილოტი იყო, ამიტომ ფრენის არასდროს მეშინოდა. თუმცა, ამ შემთხვევამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ძალიან შევშინდი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. თვითმფრინავი ზანზარებდა, შემდეგ კი ძალიან დიდი ხმაური გავიგეთ. ოთხი საათი ვიყავით ჰაერში გამოკიდებული", - ამბობს სერიალ Friends-ის ვარსკვლავი.

მსახიობმა აღნიშნა ისიც, რომ პირველი რაც გააკეთა შვილისთვის მიწერა იყო.

"კოკოს გავუგზავნე მესიჯი და ვუთხარი რომ მიყვარს. არ ამიხსნია რა ხდებოდა, უბრალოდ ეს მივწერე. შემდეგ ჯონს [შეყვარებული] ვუთხარი რაც ხდებოდა, თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ კი ფეისთაიმით დავურეკე", - ამბობს კოქსი.

საშიში სიტუაციის შემდეგ, ენისტონის კუთვნილი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში. საბედნიეროდ ბორტზე მყოფი არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა.