პარლამენტის დეპუტატების თხოვნის მიუხედავად თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომას არ წაუძღვება. ამის შესახებ მან თავად განაცხადა სხდომაზე და დარბაზი დატოვა.

ირაკლი კობახიძე პლენარული სხდომის ქვედა სართულზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე სამუშაო ჯგუფს ხვდება, რომლის წევრების მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობოები არიან. შეხვედრა პლენარული სხდომის პარალელურად ჩაინიშნა და მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძის პლენარულ სხდომაზე დასწრება მოითხოვეს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებმა. სხდომის წამყვანმა, ზვიად ძიძიგურმა სხდომის გაგრძელების საკითხს კენჭი უყარა და როგორც მან თქვა, ამ საკითხს დეპუტატთა უმცირესობა არ დაეთანხმა მხოლოდ.

ადევნეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერს თვალი.