საკონსტიტუციო სასამართლოს უვადო მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით, უზენაეს სასამართლოში თავისი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. ამის შესახებ მურუსიძემ პარლამენტში განაცხადა.

მურუსიძის თქმით, თუ მის საქმიანობასთან ვინმეს კითხვები აქვს, გამოძიება უნდა დაიწყოს. ის ამბობს, რომ ყოველთვსი კანონის ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებას:

"თუ მურუსიძე არის ცუდი პიროვნება და თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი, იქნებ, მას ეს დაუმტკიცოთ. ახლა როგორ ხდება? ახლა ვლაპარაკობთ, რომ აპრიორი მურუსიძე დამნაშავეა და მიწევს თავის მართლება, რომ არ ვარ დამნაშავე. ზოგადად, კაცობრიობას ცივილიზებულ საზოგადოებაში აქვს წესი მიღებული, რომ ადამიანი უდანაშაულოა, სანამ არ დადასტურდება მის წინააღმდეგ დანაშაული".

პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მორატორიუმის კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მართავს. შეხვედრას მურუსიძის გარდა ესწრებიან მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია, ასევე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. როგორც მურუსიძემ განმარტა, ისე შეხვედრას, როგორც მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ესწრება.