სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი სირიის დელეგაციას ცხინვალში აპრილში ელოდება. ჯერ უცნობია, ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი. ბიბილოვის თქმით, დამასკოში სამხრეთ ოსეთის საელჩოს გახსნის თარიღსაც ათანხმებენ.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. ამის შემდეგ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

აღიარებიდან ორ თვეში სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ვიზიტით სირიაში ჩავიდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ცხინვალში ასადის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია სწორედ მაშინ გაჟღერდა.

სირიაში ვიზიტით ჩასული იყო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც.