საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე, რომელიც გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში გაიმართა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსული პოლიტიკა განიხილეს.

"ვუთხარი, რომ ჩვენ ამ ვითარებიდან გამოსავლის ინსტრუმენტები არ გვაქვს და ვართ დამოკიდებული ჩვენს მეგობრებზე, რომლებიც მხარს გვიჭერენ, რომ თავად მოახდინონ გავლენა რუსეთზე, რათა რუსეთმა შეიცვალოს პოზიციები", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფოტო: სალომე ზურაბიშვილი / Facebook

ფოტო: სალომე ზურაბიშვილი / Facebook

ამავე თემაზე: