ნეო-ნაცისტური დაჯგუფება ქართული მარში LGBTQI პრაიდის ჩასაშლელად 15-დან 30 ივნისამდე თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე აქციების გამართვას აპირებს. ამის შესახებ დაჯგუფების ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიაში განაცხადი უკვე შეიტანეს. ბრეგაძე ამბობს, რომ მარშმა სრული მობილიზაცია გამოაცხადა და ისინი პრაიდის გამართვას არ დაუშვებენ.

თბილისის მერიაში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ ქართულმა მარშმა განაცხადა შეიტანა. მათი განმარტებით, მერია აქციებისა და შეკრებების შესახებ შესულ ყველა განცხადებას ცნობად იღებს, ნებართვას არ გასცემს და აკრძალვის უფლება არ აქვს.

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.

ამავე თემაზე: