სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან საგმლოვიარო პროცესი გაიმართა. ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი პირის ნათესავებმა სამეგრელოდან ე.წ. საზღვარზე გადასვლა ვერ შესძლეს, ამიტომ ოჯახის წევრებმა კუბო მავთულხლართებთან მიიტანეს.

რადიო ათინათის ინფორმაციით, ჭირისუფალმა გარდაცვლილი მავთულხმართებთან დაიტირა და შესანდობარიც ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს დაილია.

"ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი, ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც ხომ უნდა შეგვეძლოს, რომ გადავიდეთ", — აცხადებს რადიო ათინათთან ინტერვიუში გარდაცვლილის ბიძაშვილი.

მავთულხლართებთან შეკრებილები ამბობენ, რომ მიცვალებული მსგავსი ფორმით პირველად არ დაუტირიათ. ფერიდე ქვარაია ყვება, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ამ ხიდთან დასტირის.

ფოტო: რადიო ათინათი