საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპის ცენტრში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს.

"გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია