მეზღვაურისა და მედდის კოცნის ძეგლს #MeToo დააწერეს
მეორე მსოფლიო ომში მონაწილე მეზღვაურის გარდაცვალების მეორე დღეს, ძეგლზე, რომელზეც მისი ფიგურა მედდას კოცნის, #MeToo დააწერეს. ჯორჯ მენდონზა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ძეგლი, სახელად Unconditional Surrender [უპირობო დანებება] ამერიკის შტატში, ფლორიდაში, ქალაქ სარასოტაში დგას. მასზე #MeToo წითელი სპრეით მიაწერეს. ზარალის ოდენობა ათას დოლარად შეფასდა და ძეგლს გრაფიტი მალევე მოაშორეს.
ცნობილი სურათი, რომელზეც ჯორჯ მენდონზა გრეტა ზიმერ ფრიდმენს კოცნის, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაა გადაღებული. ფოტო ჟურნალმა Life-მაც დაბეჭდა და ის მეორე მსოფლიო ომის დასასრულით მოგვრილი სიხარულის სიმბოლოდ ითვლებოდა.
ამის მიუხედავად, ბოლო წლებში მეზღვაურისა და მედდის კოცნა სექსუალურ თავდასხმად შეფასდა, რადგან მენდონზამ მედდას უნებართვოდ აკოცა.
2005 წლის ინტერვიუში, მედდა გრეტა ზიმერმა თქვა, რომ კოცნა მისი სურვილით არ მომხდარა. მისი სიტყვებით, მეზღვაურმა მას მოულოდნელად მოჰხვია ხელი და ისე აკოცა.
ამის მიუხედავად, 81 წლის ქალმა კოცნა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთვის მიძღვნილ "საზეიმო ქმედებად" შეაფასა.
გრეტა ზიმერ ფრიდმანი 2016 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისმა შვილმა New York Times-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დედამისი კოცნას უარყოფითად არ აფასებდა.
პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტზე, მომხმარებლების ნაწილი გრაფიტს ვანდალიზმად და წინა დღით გარდაცვლილი მენდოზას ხსოვნის უპატივცემულობად აფასებდა:
"სექსუალური ძალადობა საშინელებაა, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, ეს საბრალო კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, არც ფიქრობდა რომ ქალი სექსუალურად შეავიწროვა მაშინ, როცა გაიგო, რომ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა".
"ეს ძეგლი ისტორიის იმ პერიოდს გამოხატავს, რომლის გაგებაც დღეს ბევრს არ შეუძლია. მთელი მსოფლიო აღნიშნავდა ომის დასასრულს და მთელი ქვეყანა ერთად ზეიმობდა".
ნაწილი კი აღნიშნავდა, რომ კოცნა სექსუალური თავდასხმა იყო და სწორედ ამას გამოხატავდა მასზე მიწერილი #MeToo. ნაწილი ძეგლის აღებასაც კი მოითხოვდა:
"MeToo მოძრაობის მნიშვნელობა იმის გაგებასაც მოიცავს, რომ ქალები სექსუალურ ობიექტებად არ უნდა აღიქმებოდნენ, რომლებსაც კაცები როცა და როგორც უნდა, ისე მოექცევიან".
"მე არ ვამბობ, რომ ქალი აქ თავს მსხვერპლად გრძნობს, მაგრამ ეს ტექნიკურად არასასურველი, დაუფარავი სექსუალური ქმედება იყო. ძალიან მარტივია".
#MeToo მოძრაობას საფუძველი 2017 წლის დასასრულს ჩაეყარა, მას შემდეგ, რაც ათობით ქალმა ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
ამ მოვლენას მოჰყვა განხილვა ორმხრივი თანხმობის მნიშვნელობაზე. ტვიტერზე გამოჩნდა ჰეშთეგი Me Too (#MeToo = მეც) და ინტერნეტი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაუგეგმავმა კამპანიამ მოიცვა. ორი მარტივი სიტყვით ქალები საკუთარ უარყოფით გამოცდილებაზე საჯაროდ წერდნენ. #MeToo ძალადობის წინააღმდეგ ქალების ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
კომენტარები