საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.

როგორც საპატრიარქო 20 თებერვლის შეხვედრაზე ამბობს, ის არაფორმალური იყო და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს.

"ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძარსა და რეგიონში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში", — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაში მოსკოვის საპატრიარქოს მონაწილეობა არ მიუღია და საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს. 2018 წლის 15 დეკემბერს საერთო კრებას მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის ორი სასულიერო პირი ესწრებოდა, რის შემდეგაც საპატრიარქოდან გაუშვეს.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქისგან ტომოსი 6 იანვარს მიიღო. ამით უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე. უკრაინის ეკლესია მართლმადიდებელ სამყაროში მეთხუთმეტე ადგილობრივ ეკლესიას ჩამოყალიბდა.

კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ დრომდე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა.

დეკემბერში ჩატარებული სინოდის დასრულებისას მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ეკლესიის საკითხზე გადაწყვეტილებას შემდეგ სხდომაზე მიიღებდნენ.