კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდიუ მსოფლიოში პირველი პრემიერ მინისტრი იქნება ვინც გეი პრაიდს დაესწრება. ტორონტოს პრაიდის ორგანიზატორების თქმით, 3 ივლისს ტრუდიუ მათ მსვლელობას შეუერთდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრემიერთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ფინანსთა მინისტრი ბილ მორნიუ და ტორონტოს მერი ჯონ ტორი.

ორგანიზატორების თქმით, პრაიდში მონაწილეობას სირიელი გეი ლტოლვილებიც მიიღებენ.

კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერი ჯასტინ ტრიუდო პრემიერ მინისტრის პოსტს 2015 წლის 4 ნოემბრიდან იკავებს. საპარლამენტო არჩევნებში მან კონსერვატიული პარტია დაამარცხა. ამით იგი კანადის ისტორიაში მეორე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი გახდა