საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის დროს UNESCO-ს გენერალურ მდივანს, ოდრი აზულს შეხვდა. ქართული მხარის ინიციატივაა, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს იდენტობა ისტორიულად ტოლერანტობაში ვლინდება.

"სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი", — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გარდა ამისა შეხვედრაზე საუბარი შეეხო, განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხს, ქალების განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობას.

ამავე თემაზე: