სასექსის ჰერცოგინია მაისში გამართული სამეფო ქორწილის შემდეგ ამერიკაში პირველად დაბრუნდა. როგორც ცნობილია, მეგან მარკლს უახლოესმა მეგობრებმა ნიუ-იორკში ბავშვის დაბადების წინა წვეულება (Baby Shower) მოუწყეს.

მეგანი ლოს-ანჯელესში დაიბადა და გაიზარდა. დედამისი ამ დროისთვისაც კალიფორნიაში ცხოვრობს. მეგანი ნიუ-იორკში რამდენიმე დღეს გაატარებს და შემდეგ ლონდონში დაბრუნდება.

როგორც სამეფო ოჯახის კორესპონდენტი ამბობს, მეგან მარკლს მეორე წვეულება ინგლისში ექნება, რომელსაც მისი ცნობილი მეგობრები დაესწრებიან. სიაშია მსახიობი პრიანკა ჩოპრა.

სამეფო ოჯახის ექსპერტი პროტოკოლის საკითხებში 2018 წლის ოქტომბერში წერდა, რომ მეგანი და ჰარი ბავშვის დაბადებამდე წვეულების გამართვას ვერ შეძლებდნენ. ამის მიზეზად სამეფო ოჯახის წევრების სიმდიდრე სახელდებოდა, რომლის გათვალისწინებითაც, საჩუქრების მიღება მიზანშეწონილად არ ითვლებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მეგანის მეგობრებს სამეფო პროტოკოლიდან ნებართვის აღება არ სჭირდებათ.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, მეგანი და ჰარი მოროკოში სამი დღით მიემგზავრებიან, რათა ქალების განათლებისა და ახალგაზრდების გაძლიერების კამპანიებს დაუჭირონ მხარი.

ამავე თემაზე: