სამწლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულმა ესპანელმა რეჟისორმა, პედრო ალმოდოვარმა ახალი ფილმი Dolor y Gloria (ტკივილი და გამარჯვება) გადაიღო.

სურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუზი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ. მათ გარდა კი ფილმში ვიხილავთ ხულიეტა სერანოს, სესილია როთს, სუსი სანჩეზს, როსალიას და ა.შ.

პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის პოსტერი

პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის პოსტერი

ახლახან ფილმის პირველი ტრეილერი იანვარში გავრცელდა და მას მაშინვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. წინასწარი ინფორმაციით, ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე მაისში შედგება, თუმცა იქამდე 22 მარტს კინოსტუდიების El Deseo-სა და Sony-ის შეთანხმების თანახმად, ესპანეთის რამდენიმე კინოთეატრში გაუშვებენ.

კრიტიკოსები, რომლებმაც უკვე ნახეს ალმოდოვარის ახალი ფილმი ამბობენ, რომ "ძველი პედრო დაბრუნდა" და ეს რეჟისორის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო სურათია.

ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა რეჟისორი ამბობს, რომ ისტორია მის ცხოვრებას უკავშირდება.

ახლახან ფილმის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც რამდენიმე ახალი კადრია შესული. მათ შორის კი არის სცენა, რომელშიც პენელოპე კრუზი და როსალია მღერიან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ალმოდოვარის ფილმში პენელოპე მღერის. 2006 წელს გამოსულ სურათში Volver (დაბრუნება) მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ასევე მღერის.