მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილი ფსიქიკურ პრობლემებზე დისკრიმინაციულ კონტექსტში საუბრობს. მეთოფიშვილმა ამის შესახებ Facebook-ზე "მინდა ვენდო სასამართლოს" კამპანიის ვიდეორგოლზე კვლევაზე საუბრისას მიაწერა.

მან ადამიანების შეურაცხყოფისას ერთ კონტექსტში ახსენა სიტყვები უნამუსო, უღირსი და ფსიქიკური დარღვევები.

"აღნიშნულ ფაქტორს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ ამ კვლევის სანდოობას ვერავინ ეჭვქვეშ ვერ დააყენებს! მე არ ვგულისხმობ უნამუსო და უღირს მატყუარებს, ადამიანებს ფსიქიკური დარღვევებით ან გონებრივი პათოლოგიებით", — წერს მეთოფიშვილი.

On.ge ამ დისკრიმინაციული კომენტარის გამო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა. საბჭოს პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ფეისბუქი სერგო მეთოფიშვილს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, მეთოფიშვილს ამ საკითხზე საუბარი არ სურს.