სერიალ დინასტიის ლეგენდარული მსახიობის, ჯოან კოლინზისა და მისი დის, ჯეკი კოლინზის შესახებ მალე სერიალს გადაიღებენ.

ახალი შოუს სამუშაო სახელწოდება Joan & Jackie იქნება და ის დების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. იმაზე, თუ როგორ იქცა ორივე მათგანი როგორც ამერიკის, ასევე ბრიტანეთის შოუ-ბიზნესის შეუცვლელ წარმომადგენლებად.

ჯაკი და ჯოან კოლინზები

ჯაკი და ჯოან კოლინზები

სერიალში აქცენტი გაკეთდება ჯოან კოლინზის ლეგენდარულ პერსონაჟზე, ელექსის ქერინგტონზე.

"ძალიან მიხარია, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს ჩვენი ისტორია მოეთხროთ. ვიცი, რომ ჩემი და ჯეკი ამ ამბით ძალიან აღფრთოვანებული იქნებოდა", - ამბობს ჯოან კოლინზი.

ჯეკი კოლინზი 2015 წელს გარდაიცვალა. რაც შეეხება ჯოანს, ის ტელევიზიის ცოცხალი ლეგენდაა.