0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პარტნიორის კონტენტი
ტესტი: რამდენად კარგად ერკვევით კვების უსაფრთხოებაში
2018 წელს საქართველოში ყველაზე გავრცელებული ზოონოზური (ცხოველიდან/ცხოველური ნაწარმიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებების სამეულში სალმონელოზი (270) ბრუცელოზი (177) და ჯილეხი (25) შევიდა.
ჩამოთვლილ დაავადებებს შორის, ჯილეხი ყველაზე ნაკლებად გავრცელებულია საქართველოში, თუმცა სალმონელოზისა და ბრუცელოზისგან განსხვავებით, ჯილეხმა შესაძლოა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. აღნიშნული დაავადებებით ადამიანის დასნებოვნების ერთ-ერთ მთავარ წყაროს არაჯანსაღი სასურსათო პროდუქტის მოხმარება, დაავადებულ ცხოველთან ან დაავადების კერებთან შეხება წარმოადგენს. შეამოწმე შენი ცოდნა, რამდენად კარგად ერკვევით კვების უსაფრთხოებაში.
ტესტი: რამდენად კარგად ერკვევით კვების უსაფრთხოებაში
ტესტის დაწყება1 / 10 საჭიროა თუ არა გასაყიდად გამოტანილი ხორცის და რძის პროდუქტის მაცივარში შენახვა?
- არა, რა საჭიროა?!
- არა, რადგან ასე სასარგებლო თვისებებს კარგავს
- ნამდვილი, ახალი ხორცს არაფერი ჭირდება ჭამის გარდა
- დიახ, რადგან სხვაგვარად პროდუქტი ფუჭდება
2 / 10 რამდენი საათი შეიძლება ნედლი ხორცის შენახვა გაუყინავ მდგომარეობაში +6C-ზე მაცივარში?
3 / 10 ცხოველური პროდუქტის შეძენისას, როგორიცაა: რძე, ყველი, ხაჭო - რას უნდა მივაქციო ყურადღება?
- პროდუქტი ხელში კარგად უნდა შევათამაშოთ და ესე მივხვდები, რომ კარგია
- გამყიდველის რჩევას
- ეტიკეტს და მის შინაარსს
4 / 10 შეიძლება თუ არა გადაგედოს დაავადება, თუკი დაავადებული ცხოველის ხორცს ან სხვა ცხოველურ პროდუქტს შეჭამ?
- ცხოველური პროდუქტებით, როგორიცაა ყველი, რძე და ხორცი - დაავადება შეუძლებელია
- დიახ, ადამიანი შეიძლება დაავადდეს როგორც დაავადებული ცხოველიდან ასევე ცხოველიდან წარმოებული მიღებული პროდუქტებით
- ცხოველს და ადამიანს საერთო დაავადებები არ აქვთ
5 / 10 ცხოველური დაავადებები, მაგალითად ჯილეხი და ბრუცელოზი შეიძლება გადაგედოთ:
- არამხოლოდ უშუალოდ პროდუქტთან არამედ, იმ ადგილებიდან რომელთანაც დაავადებულ ცხოველს ან პროდუქტს ჰქონდა შეხება
- ჰაერწვეთოვანი გზით
- მხოლოდ სურსათთან, დაავადებულ პროდუქტთან ან ცხოველთან შეხებით;
6 / 10 შეიძლება თუ არა ცხოველურ პროდუქტთან, (ხორცი, რძე ყველი, თაფლი) ერთად თქვენს ორგანიზმში მოხვდეს ანტიბიოტიკი, რომელიც ცხოველს მკურნალობისთვის გამოიყენეს?
7 / 10 დაგემართება თუ არა ღორის გრიპი ან ღორის აფრიკული ცხელება (ჭირი) თუკი ღორის ხორცს შეჭამ?
8 / 10 რაზე მიუთითებს გაბერილი შეფუთვა?
9 / 10 ზემოქმედებს თუ არა გარემო-პირობების დაბინძურება სურსათის უვნებლობაზე?
10 / 10 როგორ მოიქცევი მაღაზიაში ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენისას?
ერთი წუთით...
კომენტარები