ვერმონტის შტატის სენატორმა და აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა ბერნი სანდერსმა, 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 2020 წელს სანდერსი უკვე მეორედ იბრძოლებს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის, 2016 წელს სანდერსი შიდაპარტიულ პრაიმერისში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა.

სენატორმა სანდერსმა თავისი გეგმების შესახებ ვერმონტის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში განაცხადა. 2016 წლის კამპანიის განსხვავებით, ბერნი სანდერსის შანსები წელს შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს. 3 წლის წინ სანდერსის, აუტსაიდერად ითვლებოდა, ხოლო მისი იდეები არ სარგებლობდა დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით. დღეს სანდერსი დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და საპრეზიდენტო რბოლას გაცილებით უფრო ფართო პარტიული და საზოგადოებრივი მხარდაჭერით იწყებს.

ცნობილია, რომ დემოკრატიული პარტიიდან ნომინაციის მოპოვებას, ასევე შეეცდება შტატ მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ ვორენი და კალიფორნიის შტატის მთავრობის ლიდერი კამალა ჰარისი.

საპრეზიდენტო ნომინაციის რესპუბლიკური პარტიიდან დიდი ალბათობით მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოიპოვებს. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.