ბალენსიაგას ორიგინალურმა დიზაინმა კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება, როცა ესპანურმა მოდის სახლმა წითელი ჩაკეცილი ქოშები გამოუშვა.

ფოტო: Balenciaga

ტვიტერის მომხმარებლები ფიქრობენ, რომ $545 ღირებულების წითელი ოთკუთხედწვერიანი ქოშების მთავარი ინსპირაცია მაკდონალდსის ფრის ყუთია.

"ახლახან მივიღე ახალი ბალენსიაგები".

და როგორც ჩანს, დემნა გვასალიას დიზაინი მაკდონალდსსაც არ დარჩენია ყურადღების მიღმა.

როგორც ხედავთ, სწრაფი ობიექტის შვედურმა განყოფილებამ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ფრის ყუთების დიზაინით შექმნილ ქოშებს ხედავთ.

"თუ ეს ფოტო 103 042 მოწონებას მიიღებს, მაშინ ამ ქოშებს გამოვუშვებთ", - წერია პოსტის აღწერაში.

ჯერჯერობით ინსტაგრამ პოსტს მხოლოდ 28 ათასი მოწონება აქვს. უცნობია, გავირუსდება თუ არა ის ისევე მალე, როგორც ეს რეკორდსმენმა კვერცხმა შეძლო.

"ჩაკეცილი ფეხსაცმელი" Vetements-ის ახალ კოლექციაში დემნა გვასალიამ პირველად 2018 წლის მარტში წარადგინა.