ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება და პატიმრობასაც გაითვალისწინებს — კანონპროექტი
ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსშია დაგეგმილი. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. პროექტით განისაზღვრება და დაზუსტდება დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა.
არსებული კანონმდებლობით ცხოველის მიმართ სასტიკ მოპრობაზე მხოლოდ ჯარიმაა გათვალისწინებული. ამ საკითხს, როგორც ადმინისტრაციული ისე სისხლის სამართლის კოდექსი ერთნაირად არეგულირებს, რაც კანონპროექტის ავტორების თქმით, სამართლებრივი ნონსენსია.
"აღნიშნული ფაქტიც, მიუთითებს, რომ საქართველოში ცხოველების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაფიქსირება და პრევენცია ვერ ხორციელდება ეფექტურად", — ნათქვამია პროექტში.
ცვლილება ადმინისტრაციულ კოდექსში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
ცვლილების მიხედვით, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულად და ადმინისტრაციული კოდექსი აღარ დაარეგულირებს.
უფრო კონკრეტულად, "ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით".
პროექტის მიხედვით, იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლის შინაარსიც. ამ მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრულია მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობა შეუსრულებლობისათვის სახდელები.
კანონპროექტის მიხედვით, ამ სახდელებს დაემატება მშობლის პასუხისმგებლობა, რომელიც გამოხატული იქნება ბავშვისგან ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობით.
"აღნიშნული ცვლილება ემსახურება ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების და მათდამი არაჰუმანური დამოკიდებულების პრევენციას, რაც ხშირ შემთხვევებში სწორედ პირი ადრეულ ასაკში განცდილი მენტალური და ფსიქოლოგიური ტრავმით არის განპირობებული", — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცხოველებისადმი სასტიკი/არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელი მკაცრდება.
უფრო კონკრეტულად, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 20-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათმდე ვადით ან შინაპატიმრობით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.
სტატისტიკა
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის სტატისტიკა ასეთია:
- 2015 წელი - 19 შემთხვევა;
- 2016 წელი - 15 შემთხვევა;
- 2017 წელი - 23 შემთხვევა;
- 2018 წელი - 58 შემთხვევა.
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები