როგორც ყველა კულტურა, იაპონური ფოლკლორული ზღაპრებიც დახუნძლულია მითიური, ზებუნებრივი არსებების ისტორიებით. დასავლური კულტურა, ძირითადად, ჯადოქრებს, გობლინებსა და დრაკონებს აერთიანებს, თუმცა იაპონური ფოლკლორი სრულიად სხვაგვარი არსებებითაა სავსე.

გთავაზობთ რამდენიმე ურჩხულს, რომელიც იაპონური მითოლოგიის სრულიად სხვა მხარეს აჩენს, დატვირთულია სახიფათო სექსუალობით და იმავდროულად, კეთილშობილებით.

1. ტანუკი

კაზუსა-ია ივაზო, 1842 წელი

კაზუსა-ია ივაზო, 1842 წელი

ტანუკი იაპონიაში ცნობილი ცხოველია, რომელიც ენოტისა და ძაღლის ნაჯვარს ჰგავს. იაპონიაში მოგზაურობისას ხშირად შეხვდებით მის სკულპტურას ელამი თვალებით, მეგობრული გამომეტყველებით და "ბუნჩულა" აგებულებით. თუმცა, ძველ ფოლკლორში მას სრულიად სხვა დატვირთვა ჰქონდა. მატყუარა ტანუკის ტრანსფორმაცია შეეძლო სხვა არსებად და იმავდროულად, თავის სათესლე ჯირკვლებს იგრძელებდა. ტანუკის ნახატებში ხშირად ჩანს, თუ როგორ იყენებს არსება სათესლე ჯირკვლებს წყლის მიმართულების შეცვლისთვის ან გიგანტური, კომიკური სახის მიღებისთვის.

2. ჯოროგუმო

ფოტო: Wikimedia Commons

ჯოროგუმო ფოლკლორულ ზღაპრებში ნაკლებად სასიამოვნო პერსონაჟია. ის მქსოველი ობობაა, რომელიც 400 წელს მიღწევისას ლამაზ ქალად გადაიქცევა და კაცებს იტყუებს, შემდეგ კი - ჭამს.

3. კაპპა

ჰუმანოიდი რეპტილია კაპპა იაპონიის მდინარეებსა და ტბორებში პოულობს თავშესაფარს. ქერცლიან და მოკლე კაპპას ნისკარტი აქვს, თავზე კი - წყლით სავსე თასი. როდესაც თასი სიმშრალეში წყლისგან იცლება, კაპპას მისი ჯადოსნური ძალები ეკარგება. მიუხედავად იმისა, რომ რეპტილიები იაპონურ კულტურაში არაკეთილმოსურნეები არიან, ისინი ზრდილობით გამოირჩევიან. თუ გამვლელი მათ თავს დაუხრის, მათაც უწევთ თავის დახრა, რა დროსაც, თასიდან წყალი იღვრება. თუ გამვლელი თასს წყლით აუვსებს, ის კაპპას ცხოვრების მეგზური ხდება.

კაპპა წყალში ბავშვებს ახრჩობს, მსხვერპლის სისხლს სვამს და ქალებს აუპატიურებს. თუმცა, გარდა ამისა, რამდენიმე აკვიატება ახასიათებს: არასდროს შეუძლია კიტრზე, სუმოს ორთაბრძოლასა და ე.წ. შირიკოდამაზე უარის თქმა. შირიკოდამა ძვირფასეულობაა, რომელიც ადამიანის სულს ინახავს. ეს უკანასკნელი კი ანალურ ხვრელში მდებარეობს.

4. კამაიტაჩი

ფოტო: Wikimedia Commons

კამაიტაჩი დედოფალაა ნამგლისებრი ფრჩხილებით, რომელიც ადამიანებზე თავს დასხმისას მტვრის დიდ კორიანტელს ქმნის და მათზე უშუალოდ დარტყმამდე ღრმა ჭრილობებს უჩენს მუხლებსა და ფეხის კუნთებზე. მისი ფრჩხილები ჯადოსნურ ძალას ფლობს, რომელიც ჭრილობას ტკივილისგან ათავისუფლებს, რაც ერთგვარი ზრდილობაა მისი მსხვერპლების მიმართ: ნაწილებად გაჭრისას ისინი ტკივილს ვერ გრძნობენ. როცა ჯადოსნურ ძალას დრო გასდის, ტკივილიც ჩნდება. გაურკვეველი მიზეზით, კამაიტაჩი მხოლოდ კაცებს ესხმის თავს.

5. ნურიბოტოკე

ფოტო: Brigham Young University

სიტყვა ნურიბოტოკე ტერმინოლოგიურად "გალაქულ ბუდას" ან "გაფერადებულ ბუდას" ნიშნავს არსების შავი კანიდან და დიდი მუცლიდან გამომდინარე. ის ყარს, თვალის კაკლები ბუდიდან აქვს ამოცვენილი. ნურიბოტოკეს გრძელი კუდი კი ძალიან ჰგავს ზოლიანი თევზის კუდს.

იაპონურ ტაძრებში ხშირად შეხვდებით პატარა ბუდისტურ სამლოცველოს ორნამენტებიან ოთახში - სახელად "ბუცუდანი", რომელიც დღისით ყოველთვის ღიაა, თუმცა ღამით იკეტება, რადგან მის მიმდევრებს სჯერათ, რომ სამლოცველოს სულები მატერიალურ სამყაროში გადმოსასვლელად გამოიყენებენ. როცა ბუცუდანი ღამე ღიაა, ესე იგი, ნურიბოტოკებს სახლებში შესვლა შეუძლიათ. ხშირად ისინი ბუდის სახელით იძლევიან ცრუ წინასწარმეტყველებებს და ღამე ქაოსურად ცეკვას იწყებენ.

6. ცუკუმოგამი

ფარანი, რომელიც ცუკუმოგამი გახდა.

ფოტო: Wikimedia Commons

ცუკუმოგამი ქოლგის სინონიმია, თუმცა ის სახლის სხვადასხვა ხელსაწყოებსაც აერთიანებს. მას 100 წლის მიღწევის შემდეგ სულად გადაქცევა შეუძლია. არსება ადამიანების მიმართ მეგობრულია, თუმცა როგორც კი სახლის პატრონი რაიმე ხელსაწყოს გადააგდებს ან არასწორად გამოიყენებს, ინსტრუმენტები შურისძიებას მათ წინა პატრონზე იწყებენ. ანუ ძველად, ნებისმიერი ხელსაწყო, მაგალითად, ბამბის ლეიბი, ფარანი ან ქოლგა შეიძლება მისით შეპყრობილი ყოფილიყო.

7. ნუპეპო

ფოტო: Wikimedia Commons

სიტყვა "ნუპერი" სლენგია. ის იმ ქალებს მიემართება, რომლებიც ზედმეტად ბევრ მაკიაჟს ხმარობენ. ნუპეპო ბუშტისმაგვარი არსებაა, რომლის სახეც მისი უფორმო ცხიმის ქვეშ ექცევა. ფოლკლორის მიხედვით, ის ყველაზე უწყინარი არსებაა, თუ არ ჩავთვლით მყრალ სუნს, რომელიც დამპალი ხორცის სუნს ჰგავს. ძირითადად, ის ღამით სასაფლაოებისა და სამლოცველოების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩნდება. ზოგი წყარო იუწყება, რომ თუ ადამიანი ამ სწრაფად მოძრავი არსების, ნუპეპოს დაჭერას, შემდეგ მოკვლასა და მისი ხორცის ჭამას შეძლებს, ის მარადიულ ახალგაზრდობას მოიპოვებს ან სერიოზული სენისგან განიკურნება.

8. აშინაგა-ტენაგა

აშინაგა გრძელ ფეხებს, ხოლო ტენაგა - გრძელ მკლავებს ნიშნავს. არსება კი მათი ერთგვარი სინთეზია. წყვილი ერთად ცდილობს თევზის დაჭერას. აშინაგა ღრმა წყალში იწყებს მის ძებნას, ხოლო ტენაგა გრძელ მკლავებს თევზის ქვემოდან დასაჭერად ხმარობს.

9. ფუტაკუჩი-ონნა

ფუტაკუჩი-ონნა თავს ჩვეულებრივ ქალად აჩენს, თუმცა რეალურად მას ორი პირი აქვს. მისი თმები ერთგვარი საცეცებია, რომელიც არსებას საჭმლის აღებასა და ჭამაში ეხმარება. ფოლკლორის უმეტეს ზღაპარში ის ძუნწი კაცის ცოლია, რომელიც ქალს არასდროს აჭმევდა. საბოლოოდ, ქალს უკანა მხარეს, კისერთან, პირი გამოეზარდა, რომელიც გამუდმებით ითხოვდა საჭმელს, ილანძღებოდა და ყვიროდა. საბოლოოდ, ის ფუტაკუჩი-ონნად გადაიქცა.

იაპონური მითოლოგია ბუდისტური ტრადიციებიდან იღებს სათავეს. მითოლოგია დროთა განმავლობაში იდეოლოგიასაც გარკვეულწილად შეერწყა. იაპონიის მითოლოგიის საწყისები შეგვიძლია კოჯიკისა და ნიჰონგის ჩანაწერებში ვიპოვოთ, სადაც პირველი - იაპონიის უძველეს მოვლენებს, ხოლო მეორე ისტორიულ ქრონიკებს აღწერს.