შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკალური ტექნიკის მოპარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, შპს ცეპელინის მფლობელობაში არსებული კონტეინერებიდან მუსიკალური ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათი თქმით, ის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში დააკავეს.