თუ ჰორორები მოგენატრათ, მაშინ ახლავე მიდით კალენდართან და 2019 წლის 31 მაისი მოინიშნეთ. სწორედ ამ დროს გამოდის ეკრანებზე ტეიტ ტეილორის საშინელებათა ფილმი Ma რომელშიც მთავარ როლს ყველასათვის საყვარელი მსახიობი ოქტავის სპენსერი ასრულებს.

ოსკაროსანი მსახიობისთვის კარიერაში ეს პირველი მთავარი უარყოფითი როლია, თანაც საშინელებათა ფილმში.

ფსიქოლოგიური ჰორორ-ტრილერი მარტოხელა ქალის, სიუ ენის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თინეიჯერებს თავის სახლში, წვეულებაზე დაპატიჟებს, თუმცა აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მისი გართობა თამაშის სულ სხვა წესებს მოითხოვს.

ფილმში ოქტავიასთან ერთად ჯულიეტ ლუისი, ელისონ ჯენი და ლუკ ევანსიც მონაწილეობენ.