ინდოეთის ყველაზე სწრაფი მატარებელი პირველივე მოგზაურობისას, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ინაუგურაციიდან მეორე დღეს გაფუჭდა.

ჩქაროსნული მატარებელი Vande Bharat Express ქალაქ ვარანასიდან დელიში ბრუნდებოდა, როდესაც მუხრუჭების პრობლემა შეექმნა, ამავე დროს ვარანასში მატარებელი წარმატებით ჩავიდა.

ინდოეთის გზების სამინისტროს განცხადებით, "გარე დარტყმის" გამო ბოლო ოთხ ვაგონსა და დანარჩენ მატარებელს შორის კონტაქტი არ იყო.

როგორც BBC წერს, გამოცდის დრო მატარებელის სიჩქარემ 180 კმ/სთ-ს მიაღწია. ჩქაროსნული მატარებლით დელი-ვარანასის 11 საათიანი მგზავრობა 6 საათამდე შემცირდება.