ახალი ამბავი არ იქნება თუკი გაიგებთ, რომ ფანები რიანასგან ახალ ალბომს სულმოუთმენლად ელიან.

რა გასაკვირია?! მისი ბოლო ალბომის გამოსვლიდან მალე სამი წელი გადის და ერთგული მსმენელის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

საბედნიეროდ, სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა ფანები ძალიან გაახარა და როგორც იქნა, ახალი ალბომის გამოსვლის დრო გაამხილა.

მოსვენებას არ აძლევენ 23 წლის ფრანგ გოგოს, ინა სერტალფისაც, რომელიც ბარბადოსელ ვარსკვლავს იმდენად ჰგავს, რომ ფანები მისგან ალბომის ჩაწერასაც კი მოითხოვენ.

"ადამიანები ხშრად იმიტომ იჩენენ ჩემ მიმართ ყურადღებას, რომ რიანას ვგავარ და არა იმიტომ, რომ ჩემი პიროვნება აინტერესებთ, რაც ძალიან საწყენია", - ამბობს ინა.

აი რას წერენ ინტერნეტის მომხმარებლები პოპ-ვავარსკვლავის ორეულის შესახებ:

"სად არის ალბომი?"

"თამაშს შეეშვი დაიკო და ალბომი გამოუშვი"

"თუ სელფის გადასაღებად დრო გამონახე, ალბომის გამოსაშვებადაც მოახერხებ"

"შეგიძლია შენს დას უთხრა, რომ ალბომი გვჭირდება?"