როგორ შეიცვალნენ The Office-ის მსახიობები 10 წლის განმავლობაში
დრო სწრაფად გარბის არა მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში, არამედ ტელეეკრანზეც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თვალში მაიკლ სკოტისნაირი ლეგენდარული პერსონაჟები არასდროს შეიცვლებიან, იმავეს მსახიობებზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით.
მოდით, გადავხედოთ ლეგენდარული სიტკომის, The Office-ის სამსახიობო შემადგენლობას 10 წლის წინ და ახლა:
მაიკლ სკოტი / სტივ კარელი
ლეგენდარულმა მსახიობმა ოფისის შემდეგ თავი დრამატულ როლებზეც მოსინჯა და 2014 წელს ოსკარზეც კი იყო წარდგენილი ფილმისთვის Foxcatcher.
პემ ბიზლი / ჯენა ფიშერი
ჯენა ფიშერმა 2018 წელს კლინტ ისტვუდთან ერთად ითამაშა თრილერში The 15:17 to Paris. ის ცხოველების დიდი გულშემატკივარია და ფანებს მოუწოდებს, შინაური ცხოველი ყიდვის ნაცვლად, თავშესაფრიდან აიყვანონ.
ჯიმ ჰალპერტი / ჯონ კრასინსკი
ჯონ კრასინსკი ახლა ბევრად ათლეტურად გამოიყურება, ვიდრე ოფისის გადასაღებ მოედანზე. ის ამჟამად არა მხოლოდ მსახიობი, არამედ რეჟისორიცაა. საშინელებათა ფილმი A Quiet Place, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, სწორედ მისი გადაღებულია.
კევინ მელოუნი / ბრაიან ბაუმგარტნერი
ბრაიან ბაუმგარტნერი დანდერ მიფლინის ყველაზე საყვარელ თანამშრომელთან, კევინთან სამუდამოდ იქნება დაკავშირებული. ამჟამად ის გოლფითაა გატაცებული.
კელი კაპური / მინდი კალინგი
მინდი კალინგის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა. მის მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა Ocean's 8 და A Wrinkle In Time. მინდიმ წიგნის დაწერაც მოასწრო და საკუთარი სერიალის შექმნაც (The Mindy Project). ინსტაგრამზე მას 4 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
დუაიტ შრუტი / რაინ უილსონი
რაინ უილსონმა ოფისის შემდეგ ორ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ორივე შემთხვევაში მის პერსონაჟს ჯიმი ერქვა (რა ირონიულია!). მსახიობი აქტიურად არის ჩართული ჰაიტის საგანმანათლებლო მისიაში.
ფილის ვენსი / ფილის სმიტი
ფილის სმიტმა კიდევ ორ სერიალში მიიღო მონაწილეობა (The OA და Nunsense) და გახმაურებულ ანიმაციაში Inside Out სევდა გაახმოვანა.
დერილ ფილბინი / კრეიგ რობინსონი
Mr. Robinson, Mr. Robot, Brooklyn Nine-Nine, Ghosted და Big Mouth - ეს იმ პროექტების შემოკლებული ჩამონათვალია, რომლებიც კრეიგ რობინსონის გარეშე ვერ შედგებოდა.
კრიდ ბრეტონი / კრიდ ბრეტონი
კრიდ ბრეტონი პროფესიონალი მუსიკოსია და გიტარაზე უკრავს. მისი ბოლო ალბომი 2018 წელს გამოვიდა.
ერიკ ჰენონი / ელი კემპერი
ელი კემპერმა მომხიბვლელი ერიკის შემდეგ კიდევ ერთი დაუვიწყარი პერსონაჟი აჩუქა ტელევიზიას: რა თქმა უნდა, კიმი შმიდტს ვგულისხმობთ.
ანჯელა მარტინი / ანჯელა კინსი
ანჯელა Youtube-ის ვარსკვლავი გახდა და ქმართან ერთად კულინარიულ ვიდეოებს ქმნის.
ენდი ბერნარდი / ედ ჰელმსი
ედ ჰელმსი ანიმაციურ სერიალში Bojack Horseman ერთ-ერთ პერსონაჟს, კაილს ახმოვანებს. მალე მისი მონაწილეობით ფილმი Corporate Animals გამოვა.
ჯენ ლევინსონი / მელორა ჰარდინი
მელორა ჰარდინი რატომღაც ჯილიან ანდერსონს დაემსგავსა. მსახიობი 2016 წელს ემიზე იყო წარდგენილი Transparent-ში განსახიერებული როლისათვის.
სტენლი ჰადსონი / ლესლი დევიდ ბეიკერი
ლესლი დევიდ ბეიკერს ოფისში მიღებული ბიზნეს-გამოცდილება ცხოვრებაშიც გამოადგა. საიტზე Lesliedbaker.com მსახიობის გამოსახულებით ბარათების შეძენა ან მისთვის ვიდეო-მესიჯის შეკვეთა შეგიძლიათ.
როი ანდერსონი / დევიდ დენმენი
პემის ყოფილი შეყვარებული ახლახან მამა გახდა. ოჯახური ცხოვრების პარალელურად მას არც მსახიობობაზე უთქვამს უარი. მისი ნახვა შეგიძლიათ სერიალში Outcast ან ფილმებში power Rangers, 13 Hours და სხვა.
ჰოლი ფლექსი / ემი რაიანი
ემი რაიანმა რამდენიმე სერიოზული როლი განასახიერა, მათ შორის ერთ-ერთი - Birdman-ში.
რაიან ჰოვარდი / ბი ჯეი ნოვაკი
ბი ჯეი ნოვაკი არა მხოლოდ თამაშობდა The Office-ში, არამედ რამდენიმე ეპიზოდის სცენარისტიც იყო. ის ამჟამად ორივე კარიერულ გზას აგრძელებს.
ოსკარ მარტინესი / ოსკარ ნუნესი
მსახიობმა სერიალ The Crossroads of History-ში მიიღო მონაწილეობა და ემის ნომინაციასაც გამოჰკრა ხელი.
მერედიტ პალმერი / კეიტ ფლანერი
კეიტ ფლანერის მონაწილეობით მალე გამოდის ფილმი Caption Karl's Institute for the Abnormally Bizarre. მისი ხმის მოსმენა კი ანიმაციურ სერიალში Steven Universe შეგიძლიათ.
ტობი ფლენდერსონი / პოლ ლიბერშტეინი
პოლ ლიბერშტეინი პროდიუსერი გახდა. მის პროექტებს შორისაა Ghosted, The Newsroom და Song of Back and Neck.
დევიდ უოლესი / ენდი ბაკლი
დანდერ მიფლინის ფინანსური დირექტორი ისეთ სერიალებში გამოჩნდა, როგორებიცაა Shameless-ში და Odd Mom Out.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები