2019 წლის იანვარში საქართველოში ირანის 576, ხოლო ინდოეთის 366 მოქალაქე არ შემოუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში შემოსვლაზე, ასევე, უარი ეთქვათ აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთისა და სომხეთის 348 მოქალაქეს.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

უწყების ინფორმაციით, ქვეყნიდან ბანგლადეშის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰაიტის ერთ-ერთი მოქალაქე გააძევეს. გარდა ამისა, იანვარში სავიზო რეჟიმის დაარღვია ირანის 259-მა და ჩინეთის 119-მა მოქალაქემ.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო