აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში დაკავებულია 1990 წელს დაბადებული პირი, რომელსაც 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია 14 თებერვალს გავრცელდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.