შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალი 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს. შსს-ში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზების ახალ სერვერებზე გადასვლაა.

უწყების ცნობით, ამ პერიოდში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება. მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.