AirAsia-ს თვითმფრინავის განრიგი სიდნეიდან მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის მიმართულებით იყო დაგეგმილი, თუმცა ის შეცდომით მელბურნში ჩაფრინდა. ავსტრალიის ავიახაზების საგამოძიებო დასკვნის მიხედვით, შეცდომა აფრენისას პილოტის მიერ არასწორი კოორდინატების მითითებამ გამოიწვია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დასკვნა, რომელიც 7 სექტემბერს გამოქვეყნდა, იუწყება, რომ 2015 წლის 10 მარტს თავისი კაბინიდან გრძედის მითითების დროს პილოტმა 01519,8 აღმოსავლეთის ნაცვლად 15109,8 აღმოსავლეთით მიუთითა.

საგამოძიებო დასკვნის მიხედვით, ეკიპაჟს ჰქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, რომ შეცდომა აღმოეჩინა და გამოესწორებინა, მათ გაეგზავნათ რამდენიმე შეტყობინება და განგაშის მესიჯი, თუმცა ეკიპაჟმა ის ყურადღების მიღმა დატოვა. როდესაც კაპიტანმა და პირველმა ოფიცერმა შეცდომა აღმოაჩინეს, უკვე გვიანი იყო.

ავსტრალიის დედაქალაქში ამინდის გაუარესების გამო, თვითმფრინავი სიდნეიში დაბრუნების ნაცვლად მელბურნში ჩაფრინდა.

თვითმფრინავს 212 მგზავრი გადაჰყავდა. CNN-ის ცნობით, ინციდენტის შემდეგ AirAsia-მ ყველა თვითმფრინავი აღჭურვა ფრენის მართვის ახალი სისტემებით.