ჩვენს მკითხველს ემახსოვრება Gucci-ს თხის თმისგან დამზადებული სახლის ჩუსტები, რომელიც "სულ რაღაც" 1 800 დოლარი ღირდა.

დღეს კი Gucci-ს ახალ ფეხსაცმელს გიჩვენებთ, რომლებიც სოციალურ ქსელებში სერიოზული განსჯის საგანი გახდა, რადგან ცნობილი ბრენდი "ჭუჭყიან" კედებს 870 დოლარად ყიდის.

უჩვეულო დიზაინის მქონე ფეხსაცმლის გამოჩენამ ადამიანებში დაბნეულობა და ბრენდის მიმართ კრიტიკაც კი გამოიწვია.

რა გასაკვირია?! ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ "დასვრილი" ფეხსაცმელი, რომელიც თითქმის ყველას გვცმია, დღესდღეობით ძვირი სიამოვნება ყოფილა და მოდის მაღალ სტანდარტებსაც აკმაყოფილებს.

"ახლა უკვე ჭუჭყიან ფეხსაცმელებს ყიდით?" — წერს განაწყენებული მომხმარებელი ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ფეხსაცმელი არ არის, რომელმაც თავისი უჩვეულო დიზაინით ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია.

გასული წლის სექტემბერში ბაზარზე ერთ-ერთი იტალიური ფეხსაცმლის ბრენდის, Golden Goose პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც ასევე "ჭუჭყიანი" ფეხსაცმელის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

თქვენ შეიძენდით გუჩის "ჭუჭყიან" ფეხსაცმელს?