ახალქალაქში ქალის მოტაცებისთვის ოთხი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, 30 წლის ქალი 31 წლის კაცმა სამ პირთან ერთად, ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა 2-დან 4 წლამდე.