აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 8 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სავარაუდო დანაშაული 2019 წლის 2 თებერვალს მოხდა.