ახალი iPhone 7 გამოვიდა — ძირითადი, რაც დღევანდელ პრეზენტაციაზე გაირკვა
დღეს, 7 სექტემბერს, სპეციალურ პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი iPhone 7 წარადგინა.
ტელეფონის დიზაინს მნიშვნელოვანი განახლება არ შეხებია, მთავარი ვიზუალური სიახლე ორი ახალი ფერია — სტანდარტული, iPhone 5-ისებრი შავი და ახალი, პრიალა შავი, რომელსაც კომპანია Jet Black-ს უწოდებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალ აიფონს აღარ აქვს ყურსასმენის სტანდარტული 3,5 მილიმეტრიანი შესაერთებელი. ამიერიდან სადენიანი ყურსასმენები (EarPods) ტელეფონის ერთადერთ, Lighning შესაერთებელში მოთავსდება. თუმცა, აიფონს ახალ EarPods-თან ერთად, Lighning-ის 3,5 მმ-იან ჯეკზე გადამყვანიც მოჰყვება, რათა მომხმარებლების უდიდესმა ნაწილმა კვლავ შეძლოს საკუთარი ყურსასმენებით სარგებლობა.
გარდა ამისა, iPhone 7-ს სტერეო სპიკერები ექნება, მოწყობილობის თავში და ბოლოში, რომელიც, გარდა სტერეოსა, 50%-ით უფრო მაღალ ხმას გამოსცემს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება კი ტელეფონის წყალგამძლეობაა, რაც ნიშნავს, რომ მოწყობილობის დასველება საშიში აღარ იქნება.
მნიშვნელოვანი განახლება შეეხო ტელეფონის Plus მოდელს, სადაც ორი კამერაა მოთავსებული. ორი კამერა ერთდროულად მუშაობს და საშუალებას იძლევა, გამოსახულება ორჯერ მიაახლოვოთ (zoom), ციფრული ზუმის გარეშე, ოპტიკურად. კომპანიის განცხადებით, ეს კომბინაცია ციფრულ ზუმსაც ეხმარება და მას ბევრად ხარისხიანად აქცევს, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში.
ბუნებრივია, გაუმჯობესდა ტელეფონის წარმადობაც. კომპანიის განცხადებით, ახალი A10 Fusion ჩიპით წლევანდელი აიფონი ორჯერ სწრაფია, ვიდრე ორი წლის წინანდელი iPhone 6. ტრადიციულად, პრეზენტაციაზე არ უხსენებიათ მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა. ეს დეტალი, სავარაუდოდ, ტელეფონის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ გაირკვევა.
მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ, iPhone 7 და 7 Plus-ის საწყისი მოდელები უკვე 32-გიგაბაიტიანი ვერსიიდან იწყება. შესაბამისად, მათ, ვისაც სტანდარტული 16 გიგაბაიტი არ ჰყოფნიდა, დამატებითი ფულის გადახდა აღარ მოუწევთ. ასევე, ეფლი გაყიდვაში ტოვებს iPhone 6S მოდელებსაც, რომელთა საწყისი მოცულობაც ასევე 32GB-დან დაიწყება.
ახალი iPhone 7 და 7 Plus-ის წინასწარი შეკვეთები ეფლის ვებსაიტზე 9 სექტემბრიდან დაიწყება. ამ თარიღიდან ერთი კვირის შემდეგ კი, ის მაღაზიებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შემოიტანენ ახალ მოწყობილობას საქართველოში iPhone-ის ოფიციალური დისტრიბუტორები ალტაოქეი და ჯეოსელი.
ახალი აიფონის ფუნქციების ჩამონათვალში, ეფლმა ახალი პროდუქტი - უსადენო ყურსასმენებიც მოახვედრა. AirPods "ჭკვიანი" ყურსასმენია, რომელშიც ახალი, W1 ჩიპია მოთავსებული და i-მოწყობილობებთანაა თავსებადი.
სპეციალური სენსორის დახმარებით, ყურსასმენი ხვდება, როდესაც ყურში თავსდება და ავტომატურად ირთვება. დამატებით, ყოველ მათგანს აქვს მიკროფონი და შეხების სენსორი, რომლითაც ზარის პასუხი, სიმღერების მართვა და Siri-ს გამოძახებაა შესაძლებელი.
ახალი ყურსასმენი სპეციალურ ყუთში ინახება, რომელიც დამტენის მაგივრობასაც სწევს. დატენვის გარეშე, AirPods 5 საათის მანძილზე ძლებს მოსმენის რეჟიმში. ყუთთან ერთად კი, მასში პერიოდული მოთავსებით, ეს დრო 24 საათამდე ხანგრძლივდება.
მიუხედავად მოლოდინისა, AirPods აიფონს არ მოჰყვება და იგი ცალკე გაიყიდება, $149-ად.
გარდა აიფონისა, კომპანიამ Apple Watch-ის მომდევნო თაობაც წარადგინა, რომელსაც Series 2 ეწოდება. ახალი საათის სიახლეები მხოლოდ მისი "შიგნეულობით" შემოიფარგლება. გარდა 50%-ით უფრო სწრაფი, ორ-ბირთვიანი პროცესორისა, საათს საკუთარი GPS მოდული დაემატა, რაც ნიშნავს, რომ სიარულის ან სირბილის აღსაწერად, მას ტელეფონთან კავშირი აღარ დასჭირდება.
Apple Watch-ის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სიახლე მისი წყალგამძლეობაა. პირველი ვერსია მხოლოდ მცირე ოდენობის წყალთან შეხებას უძლებდა (მაგალითად, წვიმას). Series 2 კი წყალქვეშაც მუშაობს, 50 მეტრის სიღრმემდე.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები