შეგახსენებთ, რომ წლევანდელი გრემის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა იყო, რომლის დაუგეგმავმა ვიზიტმა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის დაჯილდოების სცენაზე აუდიტორიის ოვაციები გამოიწვია.

როგორც აღმოჩნდა, მიშელის სცენაზე გამოჩენა დედამისისთვის, მარია რობინსონისთვისაც სიურპრიზი იყო.

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ალისია კეისთან, ჯენიფერ ლოპესთან, ჯადა პინკეტთან და ლედი გაგასთან ერთად Grammy 2019-ის სცენაზე. 10 თებერვალი, 2019 წელი.

ფოტო: Getty Images

და იმის მიუხედავად, ჩვენ რას ვფიქრობთ მიშელზე, დედამისი მიიჩნევს, რომ ის სულაც არაა ცნობილი ადამიანი და მითუმეტეს ვარსკვლავი.

ამის დასადასტურებლად, ობამამ ინსტაგრამზე მასთან საუბარი გამოაქვეყნა:

"გრემის ღამეს დედას ვესაუბრებოდი და ახლა გადავწყვიტე, ეს საუბარი თქვენთვისაც გამეზიარებინა", - დაწერა მან.

"— გრეისმა დამირეკა და მითხრა, რომ გრემიზე იყავი. შეხვდი ნამდვილ ვარსკვლავებს? თუ გამოსვლას მორჩი თუ არა გაიქეცი? - წერს ის მესიჯში, რომელშიც ნაცნობი, დედობრივი ტონი იგრძნობა.

— გითხარი რომ გრემიზე ვიქნებოდი, - პასუხობს მიშელი.

— არა არ გითქვამს. რომ გეთქვა მემახსოვრებოდა, იმის მიუხედავად, რომ კარგი მახსოვრობა აღარ მაქვს.

— მეგონა გითხარი. და რომ იცოდე, მეც ნამდვილი ვარსკვლავი ვარ, - ვკითხულობთ მიშელის საპასუხო მესიჯში".

"როცა დედას სულაც არ ჰგონიხარ ნამდვილი ცნობილი ადამიანი ხარ", - წერს მიშელი ინსტაგრამის პოსტზე, რომელსაც უკვე ორ მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

ნახეთ მიშელის გრემის სცენაზე გამოსვლა სრულად