ვალენტინობას მსოფლიოში უამრავი ადამიანი აღნიშნავს. თუმცა, ჩვენი ყურადღება ჩეხმა გამომგონებელმა, ირი პრაუსმა მიიქცია, რომელმაც სიყვარულის დღის აღსანიშნავად ცოლს საკუთარი ხელით გაკეთებული, განსაკუთრებული საჩუქარი აჩუქა.

საქმე ის არის, რომ კაცმა უსაყვარლესი ყვავილის ფორმის სანათი გააკეთა, რომელიც შეხებისას ინთება და პირდაპირი მნიშვნელობით, ყვავილივით იშლება.

ირის სანათი ნამდვილად უნიკალური გამოგონებაა, რადგან მას სამი სხვადასხვა ფერის განათება აქვს — წითელი, ლურჯი და თეთრი. ლამაზი ფერებისა და ჩრდილების მისაღებად გამომგონებელმა ლედ ნათურები გამოიყენა.

ორიგინალური საჩუქარი, აი, ასე გამოიყურება:

ფოტო: Jiří Praus

ფოტო: Jiří Praus

ფოტო: Jiří Praus

ფოტო: Jiří Praus

ფოტო: Jiří Praus

ფოტო: Jiří Praus

ფოტო: Jiří Praus