2019 წელს, ბარბი ინკლუზიური ხდება. პოპულარული თოჯინების მწარმოებელმა კომპანიამ Mattel თქვა, რომ 100 ახალ მოდელს გამოუშვებს, რომლებსაც უფრო რეალური სხეული ექნებათ, რაც ნაკლებად გამოყვანილ წელსა და ნორმალური სიგრძის კისერს გულისხმობს.

ამას გარდა, ბარბი იქნება ეტლით, ხელოვნური კიდურითა და პროთეზით.

"როგორც ბრენდს, გვსურს, რომ ფიზიკურ შესაძლებლობებზე მეტი სიცხადე შემოვიტანოთ, რისი მიღწევაც თოჯინის შექმნით გადავწყვიტეთ", - ამბობს Mattel.

მატელმა ახალი ბარბის დიზაინი 13 წლის გოგოსთან, ჯორდან რივზთან ერთად შეიმუშავა. ჯორდანი მარცხენა მკლავის ნაწილის გარეშე დაიბადა და პროთეზს იყენებს.

ჯორდან რივზი

ფოტო: Celine Grouard / Fast Company

ბარბის ახალი ხაზი 2019 წლის ივნისში გამოვა.

ამავე თემაზე: