წესი ნომერი პირველი - არასდროს გააბრაზოთ სერსეი ლანისტერი და არც მისი როლის შემსრულებელი ლინა ჰიდი. წინააღმდეგ შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯებით.

ამის ნათელი მაგალითი კი რამდენიმე დღის წინ, GOT-ის ვარსკვლავის ინსტაგრამზე მომხდარი ამბავია, რომელიც მალევე გახდა დღის ერთ-ერთი მთავარი თემა.

როგორც წესი, ლინა არასდროს ერიდება ფოტოებსა თუ ვიდეოებში მაკიაჟის გარეშე გამოჩენას. სწორედ ასე, გრიმის გარეშე დადო ვიდეო მსახიობმა ინსტაგრამზე და ფანებს მისი ახალი ფილმის Fighting With My Family ნახვისკენ მოუწოდა.

როგორც ხდება ხოლმე, მალევე გამოჩნდნენ არამკითხე მოამბეები, რომელთაც თვით სერსეი ლანისტერის როლის შემსრულებელს მოუწოდეს, აღარასდროს დადოს ფოტო და ვიდეო, თუ მაკიაჟი არ უკეთია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლინამ ამ ხალხს კარგად დასცინა და მეტიც, უთხრა რომ აუცილებლად გააგრძელებს უმაკიაჟოდ სიარულს.

"ისევ გავაგრძელებ მაკიაჟის გარეშე ყოფნას, ჯანდაბაშიც წასულხართ!", - დაწერა ინსტაგრამზე მსახიობმა.

View this post on Instagram

I shall continue to not wear make up. Go fuck your self

A post shared by Lena Headey (@iamlenaheadey) on

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლინაზე ასეთი სახის თავდასხმა მიმდინარეობს. თუმცა, საბედნიეროდ მსახიობი ტროლების ასეთ შემოსევას თავს იდეალურად ართმევს და რაც მთავარია, აკეთებს იმას რაც თავად სურს.