Pornhub-მა ტრადიციას არც წელს უღალატა და ვალენტინობა მსოფლიოს ორიგინალურად მიულოცა.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა პორნოგრაფიულმა საიტმა მომხმარებლებს ალბომი აჩუქა, რომლებიც ვალენტინობის დღის გეგმებს კიდევ უფრო მუსიკალურს გახდის.

ალბომში შედიან ისეთი ჰიპ-ჰოპ არტისტები, როგორებიც არიან ბლექ ჩაინა, Tekashi 6ix9ine, PnB Rock, Lil AK, Lil Xan, Asian Doll, 24hrs და MadeinTYO.

"დაუვიწყარი ვალენტინობის დღის დაგეგმვისას ჩვენს მომხმარებლებს სტრესის მოსახსნელად სიყვარული ვაჩვენეთ. ეს ალბომი ისეთი მაცდურია, რომ კუპიდონსაც კი გააწითლებს, თქვენს ღამეს კი სექსით დაასრულებს", - ამბობს პორნჰაბის ვიცე პრეზიდენტი კორი პრაისი.

მისი თქმით, პორნჰაბს ყოველდღიურად 100 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

"ჩვენ ვიცით, როგორ მოვიყვანოთ ადამიანები გუნებაზე. როცა თქვენი საღამო მნიშვნელოვან წერტილს მიაღწევს, შუქები ჩააქრეთ და ეს ალბომი ჩართეთ. მოგვიანებით მადლობას გადაგვიხდით", - დასძენს ის.

6-სიმღერიანი ალბომის მოსმენა Spotify-ზე შეგიძლიათ, თუმცა სიმღერები ატვირთულია YouTube-ზეც. აი ისინიც:

1. Blac Chyna - Pornhub Valentine Intro

2. PnB Rock - Right Now

3. Lil AK x 6ix9ine - LANES

4. Lil Xan - Shake It

5. Asian Doll - Truth

6. 24hrs & MadeinTYO - In My Bag

თუ სიმღერების სათითაოდ ჩასართავად დრო არ გაქვთ, ალბომი იუთუბზე სრულადაც არის ატვირთული.