იაპონელი ქალები ვალენტინობის დღის ტრადიციას უპირისპირდებიან, რომლის მიხედვითაც, ისინი ვალდებულნი არიან, რომ 14 თებერვალს სამსახურში კაც კოლეგებს შოკოლადები უყიდონ.

ისინი ამ ტრადიციას დაძალებულ გულუხვობას უწოდებენ. თავის მხრივ, კაცები ვალდებულნი იყვნენ, რომ საპასუხო ჯესტი 14 მარტს, ე.წ. თეთრ დღეს, გაიმეორონ.

ვალენტინობის ამ ტრადიციას იაპონურად გირი ჩოკო ჰქვია და შოკოლადის მწარმოებელი კომპანიისთვის ნამდვილი დღესასწაულია.

თუმცა იაპონელი მეამბოხე ქალები ამბობენ, რომ წელს ათასობით იაპონური იენის დახარჯვას შოკოლადებზე აღარ აპირებენ. ზოგმა კომპანიამ ტრადიცია სრულად აკრძალა.

კვლევის მიხედვით, იაპონელი ქალების 60% ისურვებდა, რომ შოკოლადების ყიდვით საკუთარი თავი წაახალისონ. 56% კი ამბობს, რომ ურჩევნია ტკბილეული ოჯახის წევრს უყიდოს. ქალების 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვალენტინობის დღეს შოკოლადით თანამშრომლის ნაცვლად, საყვარელ ადამიანს გაუმასპინძლდეს.

"სანამ აკრძალვა შემოვიდოდა, ისეთ რამეებზე ვნერვიულობდით, როგორიცაა "რამდენის დახარჯვაა მიზანშეწონილი თითოეული შოკოლადისთვის?" ახლა კი ამ დაძალებული გულუხვობის კულტურისგან ვთავისუფლდებით", - ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული ქალი.

კომპანიებს, რომლებიც ვალენტინობის დღეს კაცი თანამშრომლებისთვის შოკოლადის მიტანის ტრადიციას რეკლამებით ამკვიდრებდნენ, მარკეტინგული კამპანიები გადასახედი აქვთ.