AMC-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სერიალის, Breaking Bad-ის ფილმზე მუშაობა მალე იწყება და ახალ ახალი დეტალებიც ცნობილი ხდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფილმი სერიალის სიუჟეტის გაგრძელება იქნება. სიქველში ისტორია ჯესი პინკმენის გარშემო განვითარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ აარონ პოლს საკუთარი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლში კვლავ ვიხილავთ.

რაც შეეხება ვოლტერ ვაითის პერსონაჟს, მისი როლის შემსრულებელმა ბრაიან კრენსტონმა, დაადასტურა, რომ ფილმზე მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა მან თქვა, რომ არ იცის, აპირებს თუ არა, ფილმის (და სერიალის) შემქმნელი ვინს გილიგანი, ვოლტერის პერსონაჟის ფილმში გამოყენებას.

გადაღებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

Breaking Bad ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად არის აღიარებული. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის 16 ემი, ორი ოქროს გლობუსი და ოთხი ტელევიზიის კრიტიკოსების ჯილდო.