Apple გამოიკვლევს აპლიკაციას, რომლითაც საუდის არაბეთში კაცები ქალებს აკონტროლებენ
Apple-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი ამბობს, რომ გამოიკვლევს აპლიკაციას, რომელიც საუდის არაბეთში მამაკაცებს ქალების თავისუფლად გადაადგილების კონტროლისა და შეზღუდვის საშუალებას აძლევს.
საუბარია Absher app-ზე, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქეებს საშუალებს აძლევს პასპორტის ან დაბადების მოწმობის დამზადება ონლაინ მოითხოვონ. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის აპლიკაციის ერთადერთი ფუნქცია, არამედ მისი დახმარებით კაცებს შეუძლიათ, პასპორტის ნომრის ჩაწერის შემდეგ, აკონტროლონ მათი მეუღლეებისა და ქალიშვილების გადაადგილება. აპლიკაცია კაცებს ლაივში აწვდის ქალების მოძრაობის მარშუტს.
ამ აპლიკავიის საკუთარ პლატფორმაზე განთავსების გამო, Apple-სა და Google-ს არაერთი კრიტიკა შეხვდათ, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან. Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Amnesty International-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია ხელს უწყობს დისკრიმინაციის შემაშფოთებელი ფორმების წახალისებას. Human Rights Watch კი Apple-სა და Google-ს აპლიკაციის შესწავლისკენ მოუწოდებს.
საერთაშორისო ორგანიზაციებს მოწოდებაში შეუერთდა დემოკრატიული პარტიის სენატორი რონ ვაიდენი, რომელმაც ტიმ კუკსა და გუგლის აღმასრულებელ დირექტორს, სუნდარ პიჩაის წერილი მისწერა. წერილში სენატორი კომპანიებს მოუწოდებდა, რომ აპლიკაცია სასწრაფოდ წაეშალათ.
ამასთან დაკავშირებით, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ამ აპლიკაციის შესახებ აქამდე არაფერი სმენია. ახლა კი, როცა ინფორმაცია მიიღო, აუცილებლად შეისწავლის აპის შესაძლებლობებს და საჭიროების შემთხვევაში, მას პლატფორმიდან წაშლის.
საუდის არაბეთში მოქმედებს თავდების სისტემა, რომლის ფარგლებშიც ქალებს არ აქვთ უფლება დატოვონ ქვეყანა სამოგზაუროდ მათი მეურვე კაცის თანხმობის გარეშე. გარდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა, მეურვეობის სისტემა ქალებს უკრძალავს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას ისეთ თემებზე, როგორიცაა ქორწინება, კერძო კომპანიაში დასაქმება და სხვ.
საუდის არაბეთის შსს-ს ცნობით, Absher app-ს 11 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა შორის კერძო ბიზნესებიც არიან.
ჯერჯერობით უცნობია, ამ თემაზე რა კომენტარს გააკეთებს გუგლი.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები