არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულების მონიტორინგის შედეგები წარადგინეს.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2017-2018 წლების განმავლობაში ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ნაბიჯები არ გადადგმულა. ავტორები აღნიშნავენ, რომ პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ კვირაში ახალი კანონპროექტი იქნებოდა ინიცირებული, მაგრამ ეს დღემდე არ გაკეთებულა:

"2018 წელს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით გარკვეული აქტივობები გაიწერა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმაში 2018-2020, თუმცა უშუალოდ ეკონომიკასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმებში ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე აქცენტი კვლავ არ კეთდება".

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა ექვს სფეროს შეეხო:

  • კანონის უზენაესობა;
  • ანტიკორუფციული პოლიტიკა, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური;
  • თანასწორი მოპყრობა;
  • ბავშვთა უფლებები;
  • პროფესიული კავშირების უფლებები, ძირითადი შრომითი სტანდარტები და დასაქმება,
  • სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები;
  • გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.

ამავე თემაზე: