On.ge-მ საქართველოს ნაკრების მოჭიდავის, ჯაბა ყველაშვილის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რისთვისაც, როგორც მკითხველს, ასევე სპორტსმენს ბოდიშს უხდის. ყველაშვილს ქუდზე არა RUSSIA, არამედ RUSSELL აწერია. ამის ამსახველი ფოტომასალა სპორტსმენმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

დღეს, 13 თებერვალს On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეროვნული ნაკრების მოჭიდავეს წვრთნების დროს ეხურა ქუდი წარწერით RUSSIA. ფოტო On.ge-მ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინსტაგრამის სთორიზე ნახა. On.ge-მ სცადა ინფორმაციის გადამოწმება სხვადასხვა გზით, მათ შორის თავად სპორტსმენთან, მაგრამ უშედეგოდ.

კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს მკითხველსა და სპორტსმენს.